თეგებით ძიება
12. 07. 2023 მსოფლიო

ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს - მედვედევი

ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ მეტი იარაღის მიწოდება რუსეთს არ დააბრკოლებს უკრაინაში მიზნების მიღწევაში.

„სრულიად გიჟური დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა. ფაქტობრივად, ეს ჩიხია. მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოვდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, ყველაფერი აშკარაა. სპეცოპერაცია იმავე მიზნებით გაგრძელდება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა