თეგებით ძიება

ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება,სწრაფი განვითარება ჩვენი ქვეყნის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"მაგალითს გეტყვით კიდევ ერთხელ, მე მინდა რამდენიმე ინდიკატორი მოვიყვანო მაგალითისთვის, რომ აი, შედარებისთვის - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო თითქმის, 30%-ზე მეტი, მინიმუმ 30% იყო. დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე. 15,6% არის ისტორიული მინიმუმი, ეს არის სიღარიბის დონის მაჩვენებელი, ასევე, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით, 17% არის და ესეც არის ისტორიული მინიმუმი. ჩემი პრემიერ მინისტრობის დროს, ბოლო პერიოდში, 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ზედიზედ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა