თეგებით ძიება

„გაფ­რინ­და უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რულ­ში ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი, ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი და ყვე­ლა­ზე დიდი არ­წი­ვი“ - ომარ მხეიძის შვილიშვილი

ცნობილი მოცეკვავისა და ჩოხოსანის, ომარ მხეიძის შვილიშვილი, დეიკო მხეიძე ბაბუას იხსენებს და ამბობს, რომ ომარმა ცეკვაში მწვერვალების დაპყრობა მოახერხა.

„ბა­ბუა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თა­ვის ქვე­ყა­ნას და ერს ეკუთ­ვნო­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გა­ცე­მას მი­უ­ძღვნა, რაც ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა­ზეც კი ცხა­დად აი­სა­ხე­ბა. ბევ­რი ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა არ დამ­ჭირ­დე­ბა, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი ერთ დიდ თვი­სე­ბას კრავს და ეს არის ღირ­სე­ბა. არ არ­სე­ბობ­და მის­თვის დიდი და პა­ტა­რა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი თუ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით მო­სარ­გებ­ლე თუ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე - ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად, უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბო­და და ყო­ველ­თვის მზად იყო თავ­და­უ­ზო­გა­ვად ემ­სა­ხუ­რა.

მე და ომარს ერთი რამ გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ერ­თი­ა­ნებს, ორი­ვეს არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რად გვიყ­ვარს ცეკ­ვა, გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ ომარ­მა მწვერ­ვა­ლე­ბი და­ი­პყრო, მი­წა­ზე ლომი იყო, ცაში არ­წი­ვი, მე კი რო­გორც ჩანს, გა­მი­ჭირ­და ბრძო­ლა ამ ოც­ნე­ბის ასახ­დე­ნად. ვა­ყო­ლი­ნებ­დი ის­ტო­რი­ებს, ვთხოვ­დი ეს­წავ­ლე­ბი­ნა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ენა, ენა­ხე­ბი­ნა ესა თუ ის მოძ­რა­ო­ბა, ან უბ­რა­ლოდ შე­ეს­წო­რე­ბი­ნა ჩემს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვსა­უბ­რობ ბა­ბუ­ა­ჩემ­ზე, ყო­ველ­თვის პა­ტი­ვი იყო მას­თან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ცეკ­ვა, რაც სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ სა­მახ­სოვ­როდ დამ­რჩა. და ასე გაფ­რინ­და უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რულ­ში ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი, ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი და ყვე­ლა­ზე დიდი არ­წი­ვი“, - ამბობს დეიკო „ამბები ჯი“-სთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა