თეგებით ძიება

ზელენსკი გაეროს გენერალური მდივნისგან მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, ქმედით ნაბიჯებს ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური მდივნისგან მარცვლეულის დერეფნის რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელებასთან დაკავშირებით, ქმედით ნაბიჯებს ელის.

განცხადება ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერთან, კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის შეთანხმება შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფნის შესახებ ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ის დატოვა.

"გაეროს რეაქცია არ არის პოზიტიური. ჩვენ ამჟამად თურქეთთან სხვადასხვა დონეზე ვმუშაობთ", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში მას ექნება სრული ინფორმაცია უკრაინის ხედვის შესახებ მარცვლეულის დერეფნის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

"დერეფანი არ იქნება უსაფრთხო, თუ გაერო არ დადგება ძალიან მკაფიოდ და მტკიცედ გენერალური მდივნის დონეზე. გარდა მისი [ანტონიო გუტერეშის] სიტყვებისა, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო, საჭიროა პრაქტიკული ქმედებები, რაც აქამდე არ გვინახავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემდგომი ქმედებები შეიძლება განიხილოს თურქეთის ლიდერთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

შეგახსენებთ, რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 17 ივლისს განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა