,,საშინელი შესახედია ხალხო, კატასტროფა!" - საბერძნეთში ძლიერი ხანძარია
17 ივლისს, საბერძნეთის კურორტ ლაგონისში, ხანძარი გაჩნდა, რომელიც დიდ მასშტაბებს მოედო.
ამ ხანძრის გამო უამრავი სახლი დაიწვა და განადგურდა. ხანძრის გავრცელებას, ძლიერი ქარი უწყობდა ხელს.
ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლებს, ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ. ცეცხლის კერების ჩასაქრობად, მობილიზებული იყო უამრავი მეხანძრე და რამდენიმე ერთეული ტექნიკა, ასევე, თვითმფრინავი და ვერტმფრენები.
ქართველი ტურისტი ქეთი ედიგარაშვილი, რომელიც ლაგონისში, დასთან სტუმრად იმყოფებოდა, „პრაიმტაიმს“ იმ კოშმარულ დღეზე და მომხდარ სასწაულზე უყვება.