თეგებით ძიება

"მადლობა დიდი ყველას, უვნებელი და ცოცხალი დაგვიბრუნდა" - თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვეს

თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვეს. ინფორმაციას ბავშვის დეიდა, ელენე ხასია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ბავშვი ვიპოვეთ! მადლობა დიდი ყველას. მთელი უბანი, მთელი თბილისი წამში ფეხზე დადგა. ჟურნალისტები, განყოფილება, სულ ყველა ფეხზე დადგა. ყველა ეძებდა, ყველა კითხულობდა.

მადლობა დიდი ყველას. ბავშვი და ჩემი და განყოფილებაში წაიყვანეს დაკითხვაზე.

რაც მთავარია, უვნებელი და ცოცხალი დაგვიბრუნდა. ღმერთმა არ გამოაცდევინოს არავის ასეთი ნერვიულობა“, - წერს ბავშვის დეიდა ელენე ხასია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა