"ემოციები აღარ მაქვს, ღიმილი დამავიწყდა" - სალომე უშხვანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის“ მე-3 სეზონის მონაწილე, სალომე უშხვანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას მამა გარდაეცვალა.
"დავიწყებ… ისევ მადლობით, გაცვეთილია, მაგრამ ძალიან ფასობს! მძიმე დღე მქონდა, დავკრძალე ადამიანი რომელიც თან ახლო იყო თან შორი, ისეთი მწარე იყოო..
ემოციები აღარ მაქვს ღიმილი დამავიწყდა, დავიცალე... მტკიოდაა მისი მოულოდნელი წასვლა უნახავად.. არ ვიყავი ისეთი როგორიც უნდა ვყოფილიყავი, ალბათ მაპატიებს ამ სიცივეს და გულგრილობას, მაპატიებს იმას რომ ვერ ვაპატიე და დავივიწყე წყენები.. ვერ შევძელი პრინციპებზე გადაბიჯებაა დაა ამ ყველაფერმა ხელი შემიშალა გამომეხატა ის გამოუხატავი და ამოუთქმელი რაც მქონდა მის მიმართ..
გაეცით… გაეცით.. გაეცით სიყვარულიი… მიუტევეთ ერთმანეთს.. თორემ სინანულო მძიმე ჯვარიაა სატარებლად! რაღაცნაირი დღე იყო დემენტორბი იყვნენ ირგვლივ თითქოსს .. გაქრა ყველა დადებითი ემოცია მოგონებაა.. გამომწოვესს სიხარული და დამრჩაა სიშავეე, ყველა ჩემს კუთხე-კუნჭულში, და ამდენი ბრძოლის შემდეგგ უცებ ecspecto patronum და პატრონუსის სახით მევლინებით თქვენ ვისაც გიყვარვართ და გვერდით მედექით, იმხელა ძლიერი იყო ეს დაცვა რომ დავაღწიე თავი ამ სიშავესს და თითქოს დემენტორებმაც გაფანტვა დაიწყეს!!
მადლოაბა თქვენ ჩემო გულიანებო!! ერთად და ცალკე აღებულად მადლობას გიხდით სიყვარულისთვის და ამ მძიმე დღეების გაზიარებისთვის! უფალი გფარავდეთ !“, - წერს სალომე.