თეგებით ძიება

„კრემლიდან მართული მარიონეტი ხელისუფლებისთვისაც ცხადზე უცხადესი უნდა იყოს, რომ აქციის მონაწილეთა დაკავება და ოკუპანტთა წინაშე ბოდიშობა არის უაღრესად წამგებიანი“ - ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი რუსული ლაინერის ბათუმში შემოსვლას და მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა.

„წესით, რიგით და ყველანაირი ლოგიკით,  უბრალოდ რუსეთუმე კი არა პირდაპირ კრემლიდან მართული მარიონეტი ხელისუფლებისთვისაც ცხადზე უცხადესი უნდა იყოს, რომ რუსული გემების პოლიციის ძალით დაცვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავება და კრუიზის მონაწილე ოკუპანტთა წინაშე ბოდიშობა არის უაღრესად წამგებიანი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განაწყობს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის ბევრ ისეთსაც, აქამდე სულ 41-ს რომ ხაზავდა საკუთარი თუ სხვისი პასტით. 

აქედან გამომდინარე, თითქოს სრულიად აუხსნელია ხელისუფლების ქცევა. რას იზამდა ამ დროს მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლება? ცხადია სთხოვდა რუსებს თავი შეეკავებინათ კრუიზებისგან. მარიონეტული მთავრობაც კი იმას იტყოდა, მე თქვენიანი ვარ, მაგრამ ხალხი არაა ჯერ მზად და მოდი ცოტა ხნით დავიცადოთო. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ჯიუტ მცდელობებს რამენაირად მაინც აამონ და ასიამოვნონ კრუიზის მონაწილეებს, რაც ცხადია არ გამოსდით, რადგან კრუიზი იმისთვისაა, რომ დაისვენო და დრო ატარო და არა იმისთვის, რომ პოლიციის კორდონის დაცვით იარო და დახვედრისას დედის პროჭს გაგინებდნენ. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არანაირ ლოგიკაში ასეთი ქცევა არ ჯდება, მაგრამ აქ მივადგებით სწორედ ამ ქვეყნის მთავარ პრობლემას, რასაც შეიძლება ეწოდოს არაფორმალური ერთმმართველობა.

ეს ერთმმართველობა კი იმდენად  პოლიტიკურ მენეჯმენტს და ოპერატიულ მართვას არ გულისხმობს, რამდენადაც იმ ერთი კაცის შეხედულებების მიხედვით პოლიტიკის წარმოებას. ის კაცი კი ალალად მიიჩნევს, რომ ქართველი ერი არის რუსეთუმე და ბნელი. 

არა მარტო ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არამედ სხვადასხვა წყაროების საფუძველზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ერთმმართველი კაცის წარმოდგენა ქართველ ერზე დარჩენილია სადღაც გასული საუკუნის 80-იანების მიწურულის დონეზე, როცა    რუსული გავლენები ქართული საზოგადოების ყველა ფენაზე გაცილებით ღრმა და ყოვლისმომცველი იყო. მას ტიპიური საშ. სტატ. ქართველი ჰგონია ვალერი კვარაცხელია. ამ კაცს უბრალოდ არ ესმის, რომ დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და არანაირი ნოსტალგია რუსეთზე და მით უმეტეს რუსებზე ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული ტრენდი არ არის, რუსი ქართველისთვის უპირველეს ყოვლისა არის მოძალადე და ოკუპანტი. თვით ალტინფოიდი რუსეთუმეებიც კი იმას ამტკიცებენ, ამ მოძალადეს მაინც ვერ ვერევით და ჯობია ნებით ჩავბარდეთო, თორემ კარგი რომ არაა, იმათაც კი ესმით

თუმცა ეს არანაირად არ ესმის ზემოხსენებულ კაცს. მას, დარწმუნებული ვარ, მართლა ჰგონია, რომ ბათუმში გემის ჩამოსვლას მხოლოდ ნაცები აპროტესტებენ და ისინიც ძალისძალად, ან ამერიკელების წაქეზებით ან ხელისუფლების მიმართ ბოღმის გამო. 

ესაა რაც გვჭირს და რატომაც გვჭირს ჩემი მოკრძალებული აზრით და სანამ ჩვენ ყველა ამ ერთმმართველობის პირობებში ვცხოვრობთ, არა მგონია  ამას რამე ეშველოს“, - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა