ოკუპირებულ გალში მეოთხე დღეა 28 წლის ქალს ეძებენ
ოკუპირებულ გალში, მეოთხე დღეა ახალგაზრდა ქალს ეძებენ. დაკარგული 28 წლის ნათია ბახტაძეა.
ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების ინფორმაციას, სოციალურ ქსელში „გალ-ინფო" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებული ქალი ოჯახის წევრებს, ბოლოს 28 ივლისს, დაახლოებით, 17 საათზე დაუკავშირდა.
ახლობლები დახმარებას ითხოვენ და ახალგაზრდა ქალის ფოტოს ავრცელებენ.