ოკუპირებულ გალში დაკარგული 28 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი ამტკიცებს, რომ ის მოკლულია
ოკუპირებულ გალში დაკარგული 28 წლის ნათია ბახტაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ახალგაზრდა ქალი მოკლულია.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ნათია ბახტაძეს ოჯახის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.