თეგებით ძიება

„ძუძუთი კვება ამცირებს კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, როგორც დედებში, ასევე ბავშვებში“ - გიორგი ფხაკაძე“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ისეთი არაგადამდები დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები როგორც დედებში, ასევე ბავშვებში.

გიორგი ფხაკაძე შესაბამისი კვლევის შედეგებზე მიუთითებს და დედებს რეკომენდაციით მიმართავს:

„1-7 აგვისტო ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულია.

კვლევები ადასტურებს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ისეთი არაგადამდები დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები როგორც დედებში, ასევე ბავშვებში.

რეკომენდაცია დედებისთვის:

– დაიწყეთ ჩვილის ძუძუთი კვება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში.

– ამყოფეთ ბავშვი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე პირველი 6 თვის განმავლობაში.

– განაგრძეთ ძუძუთი კვება 2 წლის ასაკამდე ან უფრო დიდხანს“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა