თეგებით ძიება

სპეციალისტებს მუშაობა ვაცადოთ, პოლიტიკური კომენტარების დრო არ არის - შალვა პაპუაშვილი

ერთი მხრივ მაქსიმალურადაა მობილიზებული ფიზიკური ძალა, დამატებით იქნება ჩართული ჯარი, ტექნიკაც სრულად მობილიზებულია, ასე რომ, მუშაობა მიდის და მნიშვნელოვანია, სპეციალისტებს მუშაობა ვაცადოთ, პოლიტიკური კომენტარების დრო არ არის - ამ საკითხზე სპეკულირება არ შეიძლება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რაჭაში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირში მიიღო მონაწილეობა.

მისივე თქმით, არ არსებობს სამაშველო ღონისძიება, რომელიც გუშინ ვერ შესრულდა.

„ამ საკითხზე სპეკულირება არ შეიძლება. ყველა გადაუდებელი ამოცანა, რაც იყო შესასრულებელი გუშინ, სამაშველო სამსახურებმა შეასრულეს. ღამის განმავლობაში, ვინაიდან ფრენები არ ხორციელდება, ადამიანები იმ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ იყვნენ და დილიდანვე გადმოიყვანეს.

ამიტომ, გუშინ არ არსებობდა ისეთი სამაშველო ღონისძიება, რომლის ჩატარებაც ვერ შეძლეს ჩვენმა სამაშველო სამსახურებმა. ვერტმფრენებთან დაკავშირებით იცით, რომ ხელშეკრულება დადებულია და მოხდება მისი მოწოდება. პარალელის გავლება ამაზე უადგილოა, რადგან არ არსებობს სამაშველო ღონისძიება, რომელიც გუშინ ვერ შესრულდა. ადამიანები, რომლებიც გუშინ დღის განმავლობაში იქნენ მოძებნილები, შეკრიბეს სხვადასხვა ადგილზე. უზრუნველყოფილი იყო ყველაფერი, რომ მეორე დღეს დალოდებოდნენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა