თეგებით ძიება

„რაც უფრო ხშირად მოუწევს ხელისუფლებას უკან დახევა, მით უფრო ირწმუნებს საზოგადოება თავის ძალას“ - დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კობახიძის ბოდიშზე ძირითადად ორი ტიპის გამოხმაურებაა. ერთნი აქებენ და რა ღირსეული კაცი ხარო, ეუბნებიან, მეორენი კი აგინებენ და ვის ატყუებს ეგ, უბრალოდ დაინახეს, რომ ხალხი აღშფოთდა და იმიტომ გადმოგვიგდეს ეს სიაფანდი ბოდიში, თორემ რეალურად ისევ ის ბითურია, რაც ბოდიშამდე იყოო.

ცხადია, არც მე მჯერა და არა მგონია საერთოდ ვინმეს  სჯეროდეს კობახიძის კათარზისი და სავლედან პავლედ ტრანსფორმაცია, მაგრამ თავისთავად ბოდიშის მოხდის ფაქტი არის ძალიან კარგი. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ცალსახად მიუთითებს ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე: როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ წამგებიან სიტუაციაშია, ის უკან იხევს. 

გასაგებია, რომ ეს უკანდახევა წმინდა ტაქტიკური ნაბიჯია და ზოგჯერ ახალი შეტევის წინა ეტაპიც, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ბიძინას ხელისუფლება აგორებულ ტალღაზე შესკდომას და შელეწვას, ამ ტალღისგან  განრიდებას ამჯობინებს. ასე იყო გავრილოვის ღამის და რუსული კანონის გაპროტესტების შემდეგაც. როდესაც ხელისუფლება ხედავს რომ აგებს, ის მოქმედებს "საცა არა სჯობს გაცლა სჯობს" პრინციპით.

ყოველივე ზემოთქმულიდან კი გამომდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი დასკვნა: თუ არჩევნების დროს მოხდება საპროტესტო განწყობების სერიოზული მობილიზება და დადგება ოცნებისთვის არასასურველი შედეგი, ხელისუფლება იძულებული იქნება ეს შედეგი აღიაროს. 

მესმის, რომ ეს არ მოდის შესაბამისობაში ოპოზიციური საზოგადოების იმ ნაწილის ხედვებთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ უკვე რუსეთის უკანა ეზო ვართ  და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, რადგან 2024-ში აქ რეალურად პუტინი დაწერს არჩევნების შედეგებს, მაგრამ რაც უფრო ხშირად მოუწევს ხელისუფლებას  უკან დახევა, მით უფრო ირწმუნებს საზოგადოება თავის ძალას და მით უფრო დაინახავს ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობას არჩევნების გზით, რაც ცალსახად კარგია“, - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა