წალენჯიხაში არასრულწლოვნებმა ორი მანქანა გაქურდეს
წალენჯიხაში არასრულწლოვნებმა ორი მანქანა გაქურდეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მდინარეზე დასასვენებლად მისულმა დაზარალებულებმა მანქანები ნაპირთან ღია დატოვეს.
წაიღეს ჩანთა, პლასტიკური ბარათი, ვერცხლის ყელსაბამი და ტელეფონი. დაზარალებულებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბარათი ერთ-ერთ მაღაზიაში გამოიყენეს.
პოლიციამ არასრულწოვნები მშობლების თანდასწრებით გამოკითხა. მოპარული ნივთები დაზარალებულებს დაუბრუნეს.