თეგებით ძიება

„როცა მედიის მიზანი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მეცნიერის გაშავება ხდება, ის მედია არის ამორალური“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სეისმოლოგ, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"პოლიტიკოსების პირადი ცხოვრებიდან ასეთი ამბების ამოჩხრეკა მოსულა, კი ბატონო, მაგრამ თეა არაა პოლიტიკოსი, მეცნიერია, საზოგადოების აქტიური წევრი, შეიძლება ბევრ რამეში არ დაეთანხმო. (რაღაცებში მეც არ ვეთანხმები, მაგალითად ჰესების ამბებში), მაგრამ მას უნდა დაუპირისპირო პროფესიული არგუმენტები და არა პირად ცხოვრებაზე ჭორაობა.

როცა მედიის მიზანი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მეცნიერის გაშავება ხდება, ის მედია არის ამორალური“, - წერს მერაბ მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა