დასავლეთის სურვილმა შეინარჩუნოს თავისი ჰეგემონია მსოფლიოში, უკრაინაში კრიზისი გამოიწვია - პუტინი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების სურვილმა, შეინარჩუნონ თავიანთი ჰეგემონია, უკრაინაში კრიზისი გამოიწვია.
"პირველ რიგში, დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, ამ ქვეყანაში განხორციელდა არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება, შემდეგ კი დაიწყო ომი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ გადატრიალებას.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო სურვილი შეენარჩუნებინათ ჰეგემონია მსოფლიოში, ამან გამოიწვია მძიმე კრიზისი უკრაინაში. ომი სასტიკია. გაანადგურებს ამ ქვეყანას“, - აღნიშნა პუტინმა.