„თითქოს ყველა ხელისუფლება ქალაქის დამახინჯებაში ეჯიბრება ერთმანეთს. პირდაპირ შეჯიბრი აქვთ გამართული, ვინ მეტ სიმახინჯეს დადგამს“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
„ვიღაცამ თქვა ადრე, თბილისს მთაწმინდიდან ღამე რომ გადმოხედავ ლას-ვეგასს გავს და დღისით, რომ გადმოხედავ, - ქაბულსო.
მართლაც საოცრად მახინჯად გამოიყურება ზევიდან დღისით ჩვენი ქალაქის ხედი, ძირითადად კომუნისტების დროინდელი უსახური კორპუსების დამაახურებით, მთელს უბნებს რომ ქმნიან.
თუმცა რა ვქენით დამოუკიდებლობის მოპოვების მერე? როგორც კი ცოტა ფული გაგვიჩნდა და ქვეყანაშია მშენებლობა განვაახლეთ, ეგრევე სიმახინჯეების გამრავლება დავიწყეთ (მაგალითად სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა კმარა მხოლოდ თითქოს).
თითქოს ყველა ხელისუფლება ქალაქის დამახინჯებაში და ბეტონის დიდ ჯუნგლებად გადაქცევაში ეჯიბრება ერთმანეთს. პირდაპირ შეჯიბრი აქვთ გამართული, ვინ მეტ სიმახინჯეს დადგამს.
მაგალითად ნაცებმა "ბილტმორის" შუშის კოშკი-ფალოსი დაგვიტოვეს მათი მმართველობის მთავარ სიმახხნჯე-სიმბოლოდ (სხვებს აღარ დავასახელებ).
"ოცნების" შემთხვევაში მეგონა, მათი მთავარი მავნებლობა პუშკინის სკვერში ჩადგმული ბიძინას შუშის სიმახინჯე იქნებოდა, მაგრამ თურმე სად ხარ? საკრებულოს ახლა ახალ ურბანულ გენოცოდზე გაუცია ნებათვა და ვინ იცის წინ კიდევ რამდენი "მიღწევა" გველოდება“, - წერს მეტრეველი.