ჟიტომირის რეგიონში 2 სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა 3 პილოტი
ჟიტომირის რეგიონში 2 სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალებმა დაადასტურა.
„სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 2023 წლის 25 აგვისტოს ჟიტომირის რაიონში საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა. საბრძოლო დავალების შესრულებისას ცაში ორი L-39 სასწავლო და საბრძოლო თვითმფრინავის ეკიპაჟი შეეჯახა", - იტყობინება საჰაერო ძალები.
მათივე ცნობით, სამივე პილოტი, სამწუხაროდ, დაიღუპა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.