აბუსალათინის ზეთი და მისი დადებითი თვისებები
აბუსალათინის ზეთი კოსმეტოლოგიაში დიდი ხანია გამოიყენება. იგი შეუფასებელია თმის, ტანისა და სახის კანისთვის.
აბუსალათინის ზეთი ასევე გამოიყენებს მრავალი დაავადების სამკურნალოდ:
მაგალითად, დაბეჟილობის, ნებისმიერი ჭრილობისა და წყლულის დროს ჭრილობაზე ზეთის ოდნავ წასმაც კი საკმარისია. ასევე ეფექტურია კოჟრების დასარბილებლად, კანის პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ. აბუსალათინის ზეთი შველის ბუასილს. ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობისას, მოწამვლისას. გაციებისას, განსაკუთრებით ძლიერი ხველის დროს, დაიზილეთ გულ-მკერდი აბუსალათინის ზეთით.
ბრონქიტისა და გაციებისას სასარგებლოა მკერდის დაზელვა ნარევით, რომელიც დამზადებულია 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთითა და 1 სადილის კოვზი სკიპიდრით. ჯერ შეათბეთ აბუსალათინის ზეთი, შემდეგ დაამატეთ სკიპიდარი. მიღებული ნარევით დაიზილეთ მკერდი და თბილად შეიხვიეთ. მსუბუქი გაციებისას ნარევი შეიზილეთ ძილის წინ, ხოლო ძლიერი გაციებისას – 2-ჯერ დღეში.
რაც შეეხება აბუსალათინის ზეთის კოსმეტოლოგიაში გამოყენებას:
თმის ცვენისთვის: ორი სუფრის კოვზი ხახვის წვენი და ორი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი შეურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში და შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით. 40 წუთის შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.
შეურიეთ თანაბარი რაოდენობით აბუსალათინის ზეთი, მზესუმზირის ზეთი და შამპუნი. გაიჩერეთ 30-40 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.
თანაბარი რაოდენობის აბუსალათინის ზეთი, ლიმონის წვენი და სპირტი შეურიეთ ერთმანეთში. შეიზილეთ თმის ძირებში ძილის წინ, დილით კი ჩამოიბანეთ შამპუნით.
ფრჩხილებისთვის: თუ მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ, ყოველდღე აბუსალათინის ზეთი წაისვით.ის მხოლოდ ფრჩხილების გამაგრებაში კი არ დაგეხმარებათ, არამედ ნუნებს და ფრჩხილის გარშემო გამაგრებულ კანსაც დაგირბილებთ.
თვალის გარშემო ნაოჭებისთვის: გააცხელეთ ჩაის კოვზი. დაასხით ზედ აბუსალათინის ზეთი და შეათბეთ. თბილი ზეთი შეიზილეთ თვალის გარშემო. ჩაიტარეთ ეს პროცედურა თვეში ორჯერ და მრავალი ნაოჭი გაგიქრებათ.
სახის კანისთვის: დაგჭირდებათ ცოტაოდენი აბუსალათინის ზეთი. ზეთი უნდა შეათბოთ ზემოთხსენებული წესით. შემდეგ შეიზილეთ სახის კანში. ორი საათის შემდეგ ბამბის ტამპონით მოიცილეთ ზედმეტი ცხიმი.
გაითვალისწინეთ: აბუსალათინი არ გამოიყენება ორსულებსა და ჩვილ ბავშვებში.