არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც იმეორებს, რომ პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას. მისივე თქმით, ერთადერთი რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონოდათ და პარლამენტის პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს.
"თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენ კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს არც ჩვენ კონსტიტუციას, არც სახელმწიფოს. რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, აქ სადავოც კი არაფერი არ არის, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ სხვა გამოხმაურებები, არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის აშკარა დარღვევა კონსტიტუციის და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ, არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. ეს არის ყველაზე ძირეული საკითხი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 1 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.