„კანდიდატის სტატუსის მოთხოვნის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არის საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა“ - ხათუნა ლაგაზიძე
ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არის საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსისა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატი. ასეა ეს, მიუხედავად იმისა, ვინ არის დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ვის პოლიტგემოვნებაში ჯდება და ვისაში - არა“, - წერს ლაგაზიძე.