„რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ...“ - ჟურნალისტმა კოკა კვირკველიამ „პალიტრა მედია“ დატოვა
ჟურნალისტმა, კოკა კვირკველიამ „პალიტრა მედია“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერს.
„15 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხვალიდან უკვე არ ვიქნები პალიტრა მედიის თანამშრომელი. რთულია ამდენი წლის მუშაობის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დრო მოვიდა.
მოკლედ, ვტოვებ სამივე პლატფორმას, ტვ-რადიო-ვებს ყველა პოზიციაზე.
წარმატებებს ვუსურვებ ძალიან კარგ ხალხს, ვინც აქ რჩება“, - წერს ჟურნალისტი.