8 ინფექცია, რომლითაც სპორტდარბაზშია - რა უნდა გაითვალიწინოთ?
ამერიკის სპორტული მწვრთნელების ეროვნული ასოციაციის (NATA) თანახმად, სპორტდარბაზში ყოფნის დროს, შესაძლოა, უამრავი ინფექციით დავსნებოვნდეთ.
„ჩვენ უნდა გვესწავლა ჰიგიენის დაცვის წესები სკოლაში”, - თქვა სტეფან მ. ზინდერმა, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მწვრთნელმა ჩაპელ ჰილში. - საკუთარი სხეული და აღჭურვილობა უნდა იყოს სუფთა. არასოდეს იცით, ვინ იყო ბოლო ადამიანი, ვინც გამოიყენა ეს ტრენაჟორი."
ვთქვათ, თქვენ ვარჯიშობთ ელიფსურ ტრენაჟორზე. შუბლიდან და კისრიდან ოფლს ხელისგულით იწმენდთ, ერთი დღის შემდეგ კი კანზე აკნეს, ფურუნკულს ან სხვა ჩირქოვან ლაქებს აღმოაჩენთ. თქვენ, სავარაუდოდ, ჭუჭყიანი ხელებით კანზე მოხვდა სტაფილოკოკი, ბაქტერია, რომელიც იწვევს კანის ინფექციებს.
ოფლის გაწმენდა პირსახოცით ასევე არ არის გამოსავალი. ტრენაჟორის სახელურზე დაგდებული სველი ქსოვილი ისევე იკრავს ბაქტერიებს, როგორც ოფლიანი ხელისგული
კანდიდა
უკიდურესად გავრცელებული სოკო, რომელიც იწვევს უამრავ უსიამოვნო დაავადებას: რძიანადან ლიქენამდე. მაგრამ თუ დარბაზიდან რძიანათი დაავადება შედარებით ნაკლებად ხდება, ლიქენი, ჰიგიენის დაცვის გარეშე, შეიძლება ძალიან სწრაფად აღმოჩნდეს კანზე. იგი ხასიათდება ქავილით, კანზე გამონაყარით, ან მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. ლაქები ჩნდება სხეულის ნებისმიერ ადგილას.
სოკოს შეუძლია დიდხანს იცხოვროს ტენიან გარემოში. ამიტომ ფრთხილად იყავით საუნებში, გასახდელებსა და საშხაპეებში.
ფეხის და ფრჩხილის სოკო
გაახდელში ფეხშიშველი სიარული დაუშვებელია. საშხაპეში ჩუსტების გარეშე - მით უმეტეს! იოგას ხალიჩაც კი შეიძლება გახდეს სოკოვანი ინფექციის გამრავლების ადგილი, თუ მასზე ინფიცირებული სპორტსმენი იდგა თქვენზე ადრე. სოკოს უყვარს ტენიანი გარემო და ზედაპირის დეზინფექციის გარეშე, მასზე შეუძლია რამდენიმე კვირა იცხოვროს.
საუნაში ტემპერატურა ასევე არ არის საკმარისი პათოგენის მოსაკლავად.
როგორც პრევენციული ღონისძიება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო მალამოები. მაგრამ უმჯობესია ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს ფეხებს და უბრალოდ არ იაროთ ფეხშიშველი.