თეგებით ძიება

3 წლამდე ბავშვი, რომელიც გუშინ მდინარე ენგურში ჩავარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

3 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც გუშინ მდინარე ენგურში ჩავარდა, გარდაიცვალა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული. 

უბედური შემთხვევა ანაკლიაში გუშინ, 6 სექტემბერს მოხდა. წყლიდან ამოყვანის შემდეგ ბიჭი საავადმყოფოში პოლიციამ გადაიყვანა, პირველადი სამედიცინო დახმარება ექიმებმა მას ადგილზე გაუწიეს და გულის ამუშავებაც მოხერხდა, თუმცა ბავშვთა რეანიმაციის არარსებობის გამო, საჭირო გახდა  ბათუმში, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა