თეგებით ძიება
07. 09. 2023 მსოფლიო

ფრთხილად! საზღვაო ცხოვრებასა და ზღვისპირა ბინადრებს საფრთხე უმუქრებათ? - რა ინფორმაციას ავრცელებს გაერო?

გაეროს განცხადებით, მსოფლიო ოკეანეების ფსკერიდან ყოველწლიურად დაახლოებით ექვსი მილიარდი ტონა ქვიშა დრენაჟირდება, რაც საფრთხეს უქმნის საზღვაო ცხოვრებას და ზღვისპირა ბინადრებს.

როგორც ცნობილია, წყლის შემდეგ ქვიშა მსოფლიოში ყველაზე ექსპლუატირებული ბუნებრივი რესურსია და ის ბეტონისა და მინის წარმოებისთვის გამოიყენება. 

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამაში (UNEP) ნათქვამია, რომ ზოგიერთი გემი მტვერსასრუტივით მოქმედებდა - ოკეანის ფსკერს ასუფთავებდა როგორც ქვიშისგან, ასევე მიკროორგანიზმებისგან, რომლებითაც თევზი იკვებება. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ ზონაში ცოცხალმა ორგანიზმებმა შეიძლება აღარასოდეს იარსებოს. 

ახალი მონაცემების მოპოვება შესაძლებელი გახდა ახალი ანალიზის ხელსაწყოს (სახელწოდებით Marine Sand Watch) საშუალებით, რომელიც წყალქვეშა დაკვირვებით და ხელოვნური ინტელექტით მონიტორინგს უწევს ოკეანის ფსკერიდან დრაგით ქვიშის ამოღებას. 

„წყალმარჩხი ზღვის ფსკერიდან ქვიშის მოპოვების სამუშაოებისა და დრენაჟირების გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები საგანგაშოა“, - თქვა პასკალ პედუციმ, რომელიც ჟენევაში გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ანალიტიკურ ცენტრს (GRID) ხელმძღვანელობს.

ახალი პლატფორმის შეფასებით, ყოველწლიურად კაცობრიობის მიერ გამოყენებული დაახლოებით 50 მილიარდი ტონა ქვიშიდან და ხრეშიდან, საშუალოდ, ექვსი მილიარდი ტონა მსოფლიო ოკეანეებიდან და ზღვებიდან მოიპოვება. 

„ეს მოცულობა ყოველდღიურად ერთ მილიონზე მეტ ავტოთვითმცლელს აავსებს. საზღვაო გარემოს უნდა მიეცეს დრო აღდგენისთვის, რადგან ის მდგრადი არ არის. დიდი გემები ძირითადად ზღვის ფსკერს ქვიშისა და ყველა მიკროორგანიზმებისგან ასუფთავებს, რომლებიც თევზებს კვებავს. ოკეანეებში ცოცხალმა ორგანიზმებმა შეიძლება აღარასოდეს იარსებოს,“ - თქვა პედუციმ.

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის რეკომენდაციით, ასევე უნდა აიკრძალოს პლაჟებიდან ქვიშის დრენაჟი, რათა დაცული იყოს სანაპიროს სიცოცხლისუნარიანობა და ეკონომიკა.

ქვიშა აუცილებელია შენობების, გზების, ჰიდროელექტრო კაშხლებისა და მზის პანელების ასაშენებლად. მას ასევე შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი როლი და სანაპიროს მოსახლეობას ზღვის დონის აწევისგან იცავს. 

„სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა და აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპირო იმ ტერიტორიებს შორისაა, სადაც ყველაზე ხშირად დრენაჟირდა ქვიშა,“ ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა