4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამჟამად საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ხართ. გირჩევთ სხვა ადამიანების კამათში არ ჩაერიოთ და პოზიტიური ენერგია ნეგატივზე არ დახარჯოთ. ხელსაყრელი დროა რემონტის, მშენებლობის ან თუნდაც ავეჯის გადაადგილებისთვის. გაატარეთ ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად და გაუზიარეთ მათ თქვენი გეგმები და ოცნებები. დროს დიდი ხნის წინ, თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იზრუნოთ.
კურო
მალე საშუალება გექნებათ, რომ წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. გაუზიარეთ თქვენი უნარები და გამოცდილება კოლეგებს – მათ ახლა ეს ძალიან სჭირდებათ. ასევე, არ დაივიწყოთ ოჯახის წევრები, რომლებიც თქვენგან ყურადღებას ელოდებიან. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დროა ძველი გეგმების განხორციელებისთვის. შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ეცადეთ გააზრებულად იმოქმედოთ და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ. ეცადეთ, კრიტიკული შენიშვნები და კომენტარები მშვიდად მოისმინოთ და კონფლიქტს თავი აარიდოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. პარტნიორთან ურთიერთობა უფრო მყარი და საიმედო გახდება. ეს დღე მსუბუქი ვარჯიშით ან სირბილით დაიწყეთ და ეცადეთ ეს ჩვევად გექცეთ. მაშინ თქვენი ჯანმრთელობა დღითიდღე გააუმჯობესდება.
კირჩხიბი
ემოციური აღმავლობის, ახალი იმედების, სიყვარულის გაღვიძებისა და ფინანსური წინსვლის პერიოდი იწყება. შრომისმოყვარეობა, ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ვარსკვლავების ფავორიტი ხართ! შესანიშნავი დროა ახალი ურთიერთობის დაწყების, ქორწინების დაგეგმვის ან ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. სახელმწიფო სამსახურში მომუშავეებს კარიერული წინსვლის შანსი გაუჩნდებათ. მნიშვნელოვანია, რომ მთავარია, ძველი შეცდომა არ გაიმეოროთ და უმნიშვნელო კამათის გამო ახლობელი ადამიანი არ დაკარგოთ.
ლომი
საკმაოდ სტრესული და დამქანცველი დღეა. შესაძლოა, არაკეთილმოსურნე და ეჭვიანი ადამიანები გარემოცვაში აღმოჩნდეთ და საკუთარი სიმართლის მტკიცება მოგიწიოთ. ცოტა იუმორი არ გაწყენთ – ის ამ რთული დღის ზედმეტი ემოციების გარეშე გადატანაში დაგეხმარებათ. სამუშაო პროცესში მოსალოდნელია შეცდომები, რის გამოც შეიძლება უფროსის შენიშვნა მიიღოთ. გირჩევთ დღის ბოლოს ნერვული დაძაბულობის მოხსნა ფიზიკური აქტიურობით ან თბილი აბაზანის მიღებით სცადოთ.
ქალწული
შესანიშნავი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახალი პროექტების წამოწყება არასასურველია, რადგან სირთულეებს ვერ ასცდებით და წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ადგილების მონახულებისა და მოგზაურობისთვის. დღის მეორე ნახევარში უმიზეზო სევდა და მსუბუქი დეპრესია გელით, ამიტომ ეცადეთ, სახლიდან არ გახვიდეთ და საღამო მშვიდ გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.
სასწორი
ამ დღეს შესაძლოა, რეალობიდან გაქცევის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება. ღრუბლებიდან მიწაზე უნდა დაეშვათ, რადგან ილუზიებში ცხოვრება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. მოსალოდნელია სამსახურებრივი პრობლემები და საბუთებთან დაკავშირებული არეულობა. ფრთხილად იყავით, ამ პერიოდში მოსალოდნელია ტრამვები და ნერვული აშლილობა. უმჯობესია, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავოთ და საღამო ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
მორიელი
ამ დღეს ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი იმოქმედეთ. შესაძლებელია, აღმოაჩინოთ, რომ იმაზე მეტი დახარჯეთ ვიდრე გეგონათ, ამიტომ უმჯობესია ყველა შესყიდვა წინასწარ დაგეგმოთ. ახლა საქმიანი შეხვედრების, დიდი ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის არახელსაყრელი დროა. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რომ ვიღაცამ თქვენი იდეების მითვისება არ სცადოს. ძალა დაზოგეთ, რათა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლოთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას - ის გიკარნახებთ, მოულოდნელ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში რაც შეიძლება ბევრი საქმე დაასრულოთ, რადგან დღის მეორე ნაწილში სავარაუდოდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოგიწევთ. მოერიდეთ გადაღლას და ორპირ ქარს, თავი შორს დაიჭირეთ ხალხმრავალი ადგილებისგან, რომ ვირუსი არ გადაგედოთ.
თხის რქა
ეს დღე ნებისმიერი აქტივობისთვის ხელსაყრელია, იქნება ეს სწავლა თუ მუშაობა. თუ არ იზარმაცებთ, შესაძლოა უფროსობამ თქვენი იდეები დააფასოს და მათ განხორციელებას შეუდგეს.გამორიცხული არ არის ფინანსური მხარდაჭერა. თუ მშვიდად და გააზრებულად იმოქმედებთ, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. ასევე, ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ენდეთ თქვენს ინტუიციას - ის გიკარნახებთ, მოულოდნელ სიტუაციებში როგორ იმოქმედოთ.
მერწყული
გასული კვირა თქვენთვის საკმაოდ დამღლელი იყო, ამიტომ ეს დღე ძალების აღდგენას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის და კვების რეჟიმს გადახედეთ. მეტი წყალი დალიეთ, შეამცირეთ მენიუში ხორცი და ალკოჰოლი და გაზარდეთ ბოსტნეულისა და ხილის რაოდენობა. თუ გრძნობთ, რომ საჭიროა, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტზეც ჩაეწერეთ.
თევზები
სირთულეები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში წარმოიქმნება, არ უნდა გაშინებდეთ. ძალა მოიკრიბეთ და უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – ის პრობლემების გადაჭრის გზებს დაგანახებთ. კარგი იქნება, თუ დახმარებას კოლეგებსა და ახლობლებს სთხოვთ. ეს გუნდურობას განამტკიცებს და მომავალში ერთმანეთზე მეტად დაყრდნობას შეძლებთ. ახლა სიზარმაცის დრო არაა - სტაბილურობას და წარმატებას მხოლოდ შრომა მოგიტანთ. თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ - მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.