თეგებით ძიება

ამერიკელმა ცოლ-ქმარმა სასტუმრო „ჰობიტების სახლი“ აშენა (ფოტო)

სასტუმრო “ჰობიტების სახლი”, რომელიც სტივ და ქრისთენ მაიკლსებმა ააშენეს, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თუმცა ეს არც არის გასაკვირი - სასტუმრო ზღაპრულ სახლს ჰგავს, დაახლოებით ისეთ, როგორიც „ბეჭდების მბრძანებელშია“. ცნობისთვის, ცოლ-ქმარი ამ ფილმის დიდი თაყვანისმცემელია.

2

სასტუმრო დამსვენებელს უჩვეულო გარემოში– ჰობიტების სოროში  დასვენებას სთავაზობს და მსურველიც უამრავი აღმოჩნდა როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

სასტუმრო მონტანას შტატში (აშშ) თროუთ ქრიქიდან 8 კილომეტრში, ფიჭვის ტყეში მდებარეობს. სასტუმროდან თეთრი ფიჭვის ველისა და კოუგარ პიკის არაჩვეულებრივი ხედები იშლება, თომფსონის ჩანჩქრებამდე მანძილი კი მხოლოდ 8 მილს შეადგენს.

3

სასტუმროს აშენება მაიკლსებს 410 ათასი დოლარი დაუჯდათ.

სასტუმროს ფართი 92,9 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ნაგებობას აქვს ორი საძინებელი, მისაღები და სამზარეულო ოთახები. მასში ღამის გათევა 245 აშშ დოლარი ღირს.

4

5

6

7

8

9

10

11

12


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა