თეგებით ძიება
08. 09. 2023 ვიდეო

მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, მოქმედებს ცხელი ხაზი, აიკრძალა მოძრაობა - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან (ვიდედო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესულო გურიის და აჭარის რეგიონებიდან.

"ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.

სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გურიის სოფლებში, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. 

მოსახლეობის ინფორმაციით, დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლები, საყანე ფართობები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა