გივიკო დიდია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” თანამშრომელი გახდა - რომელ გადაცემაში ვიხილავთ ბლოგერს?
ბლოგერი გივიკო დიდია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” თანამშრომელი გახდა.
ცნობილია, რომ გივიკო გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო” გუნდს შეუერთდება.
„სასიამოვნო სიახლე…ხვალიდან, გივიკო დიდია ჩვენი გუნდის წევრი ხდება – ყოველ პარასკევს ის საოცარ გურულ ამბებს და არამხოლოდ გურულ საინტერესო ამბებს მოგვიყვება და არაერთ ადამიანს გაგვაცნობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.