თეგებით ძიება

გინდა, რომ ჯანმრთელი იყო? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„მთავარი დიაგნოზის” წამყვანი, ექიმი გიორგი ღოღობერიძე 8 პროდუქტს ასახელებს, რომლის მიღებაც უზმოდ არ შეიძლება. ამ პროდუქტების უზმოდ მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გასტრიტი ან ეზოფაგიტი, ნაწლავური პათოლოგიები და სხვა დაავადებები.

„ყველაზე გავრცელებული მათ შორის, ეს არის ცხარე საკვები, მასში არსებული ნივთიერებები კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის ანთებას და მისი მიღება მშიერზე არ შეიძლება. ბევრი თვლის, რომ ცხარე საკვები კუჭის წყლულს იწვევს, რაც არასწორია, უბრალოს მას შეუძლია წყლულის გაღიზიანება.

მეორე, ეს არის ძალიან ტკბილი საკვები ან სასმელი. როცა ადამიანი იღებს დიდი ოდენობით შაქარს უზმოდ, გლუკოზა უცებ იმატებს და პანკრეასი გამოიმუშავებს დიდი ოდენობით ინსულინს, რაც იწვევს სისუსტეს დღის მანძილზე.

მშიერ კუჭზე არ არის რეკომენდებულიგამაგრილებელი სასმელები, რადგან კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს, იმატებს მჟავების რაოდენობა, რაც ამწვავებს მდგომარეობას.

ცივი საკვები დილას  ასევე არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ კუჭში ტემპერატურა დაახლოებით არის 37.6 გრადუსი, როცა თქვენ იღებთ ძალიან ცივ პროდუქტს, კუჭში ტემპერატურა იკლებს და პაციენტს უმძაფრდება პრობლემები, რომელიც იქამდეც ჰქონდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა