ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი საწოლში დაგადნობთ და დაგიმონებთ
ნახეთ, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც სექსში დომინანტობა უყვართ. თუ მათთან ღამის გატარებას მოახერხებთ, ის დიდხანს გემახსოვრებათ.
1. ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მეტოქეობა უყვართ. მათ სირთულეები არ აშინებთ, პირიქით – აინტერესებთ კიდეც. მათი ხასიათის ეს ნიშან-თვისება საწოლშიც ვლინდება. ვერძი სექსის დროს აგრესიულია და ზოგჯერ უხეშიც. მათ მოსწონთ სექსი, რომელსაც კარგი ფიზიკური მომზადება სჭირდება. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ უცნაურ პოზებს შემოგთავაზებთ. ვერძს არ შეუძლია მშვიდად იყოს სექსის დროს და ამას ვერაფერს მოუხერხებთ.
2. ლომი
ლომი დაბადებიდან ლიდერია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის მრავალრიცხოვანი ხალხის მართვისკენ ისწრაფვიან. მათ კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი აქვთ. ასევე, ეფექტურად ანაწილებელ დროს. სწორედ ამიტომ, მათთვის სრულიად ნორმალურია, რომ საწოლში ყველაფრის მართვა სურთ. ლომი ძალიან თავდაჯერებულია, აქვს მდიდარი წარმოსახვის უნარი. ამიტომ მასთან სექსი მოსაწყენი არასდროს იქნება. თანაც, პირდაპირ გაგიმხელთ, თუ კონკრეტულად რას ელის თქვენთან ერთად გატარებული ღამისგან.
3. ქალწული
ქალწული შავი შოკოლადია. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს სექსუალური დომინანტობა შეუძლია. ერთი მხრივ, ქალწული პასიური და მორჩილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ მასთან ღამის გატარების საშუალება მოგეცემათ, მას სხვა კუთხითაც დაინახავთ. ისინი ძალიან გახსნილები არიან და პარტნიორს ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებენ. გარდა ამისა, შესანიშნავად იციან, როდის, სად და როგორ უნდა შეეხონ პარტნიორის სხეულს ისე, რომ ესიამოვნოს.
4. მორიელი
დაბოლოს – მორიელი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ვნებას ასხივებს. სექსში მათ გარკვეული მიზნები აქვთ, რომლებსაც ნებისმიერი საშუალებით აღწევენ. მზად არიან, თავი მთლიანად პარტნიორს მიუძღვნან, რათა ეს ღამე დაამახსოვრდეს. ისინი ქალწულებს ჰგვანან, რადგან მუდამ პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭებაზე ფიქრობენ.გარდა ამისა, საკმაოდ სპონტანურები და მრავალფეროვნები არიან.