თეგებით ძიება

„თუ ვთვლით, რომ მონაზონი იმდენად უნდა განერიდოს ერს, რომ ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებდეს, გამოდის მონაზვნობა - ეროვნული იდენტობის დაკარგვაცაა?“ - დედა სიდონია

მონაზონი, დედა სიდონია სოციალურ ქსელში წერს.

„მონოზვნობა, როგორ დაიწყო და რა განვითარება ჰპოვა, რა სახით დამკვიდრდა, რა ასოციაციებს იწვევს, რაზე და  რატომ ამბობს უარს, რა აქვს მიზნად.

როცა ეს ყველაფერი არ ვიცით, რის საფუძველზე შეგვიძლია განვიხილოთ.

ზოგისთვის "ცაწკალი" და უმწეო არსებაა, რომელიც ციდან გადმოვარდა და ჩვენ მის მფარველობისას თვითშეფასებას ვიმაღლებთ.

ზოგისთვის - ძლიერი ამა ქვეყნისა, ზოგისთვის ის და ეს.... 

ის კი, უბრალოდ ქრისტიანის ცხოვრების წესია, რელიგიური მაქსიმალიზმი, როცა შენი რესურსი, ქმედება არ გემეტება არაფერი წარმავალისთვის და ყოველი შენი მოძრაობა გინდა მარადისობას შეერწყას.

და აი, აქ  უკვე გონიერების, ზომიერების და ენთუზიაზმის, სიყვარულის და აღმაფრენის საკითხია, რამდენად ორგანულად მონაზონობ!

მონაზვნობის სახეები კი, ბევრნაირია. ნიჭებიდან, მისიიდან გამომდინარე.

მიწაზე სასუფევლის დასაწყისია!

ანუ, თუ ვთვლით რომ მონაზონი იმდენად უნდა განერიდოს ერს, რომ ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებდეს, გამოდის მონაზვნობა - ეროვნული იდენტობის დაკარგვაცაა? 

და ის ახალი ისრაელის მოქალაქეა მხოლოდ? აბა როგორ ის იმ სოციუმის ნაწილია, რომელშიც უწევს თავის რჩენა.

ისტორიულად მამები უდაბნოდან ჩამოსულან, როდესაც ერი დეგრადირდებოდა რომელიმე ხელისუფალის მიერ, ამხელდნენ და ცდილობდნენ საზოგადოება საღი მიმართულებით მიემართათ.

აქ კი სიბრძნეა, სად, რამდენად, რა მოტივით ერთვები რომ ამაოების დინებას არ შეერთო!“ - წერს სასულიერო პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა