თეგებით ძიება

„აფხაზებსა და ოსებს უნდა ვუთხრათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ამგვარად არასდროს ვიძიებთ შურს! “ - ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე მთიანი ყარაბაღის ოლქში აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ყველა ჭკვიანი ადამიანი ხვდება, რომ შეუზღუდავი, მუხრუჭების არმქონე, ამბიციური დიქტატორი, რომელიც ნაციონალისტური და მილიტარისტული იდეებით, სისხლიანი ავანტიურებით ცდილობს საქმეების გადაწყვეტას, საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ რეგიონალური წონასწორობისათვის, არამედ საქართველოს ნაციონალური ინტერესებისთვისაც. 

საფრთხე ძლიერდება მეტადრე მაშინ, როდესაც ამგვარ დიქტატორს პირდაპირ უმაგრებს ზურგს სულთანი, ხოლო ირიბად კრემლი. 

საქართველოს ხალხი მხარს უნდა უჭერდეს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამავდროულად უნდა ითხოვდეს ყარაბაღელი სომხების კეთილდღეობასა და მათთვის საერთაშორისო გარანტიებით დემოკრატიული მმართველობის სისტემის უზრუნველყოფას (ცოტა მეტი გონიერება და ზომიერება რომ გამოეჩინათ სომხებს, ეს პირობები უკვე უზრუნველყოფილი იქნებოდა).

ეთნიკური წმენდა კავკასიაში აღარასდროს უნდა განმეორდეს !!!

აფხაზებსა და ოსებს უნდა ვუთხრათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ამგვარად არასდროს ვიძიებთ შურს! პრობლემების ველური, დესპოტური გზით გადაწყვეტა ჩვენთვის მიუღებელია!“ - წერს ლევან ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა