თეგებით ძიება

ამ ფაშისტებს ჰგონიათ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს დააბულინგებენ - ნინო წილოსანი

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 21 ოქტომბერს საარჩევნო კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.  მომხდარს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ამ ფაშისტებს ჰგონიათ  ფეხბურთელებს და სპორტსმენებს დააბულინგებენ. რეალურად კი, ამხელა სპორტული ჯახები რომ გაქვს გადატანილი ადამიანს - ჟორჟოლიანებმა, დიღმელაშვილებმა და ელისაშვილებმა რა უნდა დაგაკლონ..

ახლა ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასდროს,  ყველა თავისი მოყვარე ადამიანი სჭირდება. მინდა ჩვენს სპორტსმენებს მადლობა გადავუხადო პატრიოტიზმისთვის“ - წერს ნინო წილოსანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა