„უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში გოიმების მიერ ტრენდის შექმნის ილუზიები და ფაშისტური ბულინგის კამპანიები! “ - მამუკა მდინარაძე
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ. კლიპის წარდგენას საზოგადოების ნაწილის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რასაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
ჯენზი თაობის წარმომადგენლის, ნაცებისგან ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ, ახლა სტარტს ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას აღებინებენ. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების” კლიპში მიიღეს მონაწილეობა.
სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის კითხავენ. ამავე დროს, კიდევ მრავალჯერ ასახელებენ თავის სამშობლოს და კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი გმირული თავდადებით და ბრძოლის ჟინით!
მართლა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში გოიმების მიერ ტრენდის შექმნის ილუზიები და ფაშისტური ბულინგის კამპანიები! ჩვენი გასაკეთებელია, ქართველ ხალხთან ერთად!
ისე რა გადამწარდნენ… ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს“ - წერს მამუკა მდინარაძე.