საბანკო კრიზისი გინდათ შექმნათ? პირდაპირ МИР-ის ბარათს შეგვაერთეთ ბარემ - უგულავა სებ-ს მიმართავს
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საქართველოს ეროვნულ ბანკს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და წერს, რომ ფარცხალაძის გამო სანქცირების წესი შეცვლა საბანკო კრიზისს გამოიწვევს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia საბანკო კრიზისი გინდათ შექმნათ? ფარცხალაძის გამო სანქცირების წესი შეცვალეთ. აწი თავად სანქცირებულ მურუსიძეზე იქნება აღსრულება დამოკიდებული. საბანკო კრიზისს მივიღებთ და უამრავ ადამიანს და ბიზნესს დააზარალებთ. პირდაპირ МИР-ის ბარათს შეგვაერთეთ ბარემ. ძალიან სერიოზული კატასტროფა მოყვება ამას და გასაგებია რასაც აკეთებთ. ამას ფარცხალაძისთვის არ იზამდით. ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადებით და მზად ხართ ყველაფერი დაანგრიოთ. ძალიან მძიმე შედეგები ექნება ამას“ - წერს უგულავა.
ცნობისთვის, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.