ბაიდენმა უკრაინაში წარუმატებლობა განიცადა, მას ჰქონდა შესაძლებლობა, სწრაფად და გადამწყვეტად მოეგო ომი, ეს არ გააკეთა - ჯო უილსონი
ბაიდენმა უკრაინაში წარუმატებლობა განიცადა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
„ბაიდენმა უკრაინაში წარუმატებლობა განიცადა. მას ჰქონდა შესაძლებლობა, სწრაფად და გადამწყვეტად მოეგო ომი - ეს არ გააკეთა. სამაგიეროდ, მან აირჩია „რამდენი ხანიც საჭირო იქნება" და ესკალაციის მენეჯმენტი, რაც ამერიკულ ოჯახებს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის", - წერს ჯო უილსონი.