მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან აბუ-დაბიში - ზურა გირჩი ჯაფარიძე
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, აბუ-დაბიში დაკავებული არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.
ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
„მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან აბუ-დაბიში, ხვალ ექნებათ სასამართლო. (მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი)“, - წერს ჯაფარიძე.