თეგებით ძიება

„იცით რატომ არის ეს რესურსებით მდიდარი ქვეყანა სიღარიბეში? მარტივად აგიხსნით ციფრებით“ - რას წერს ზვიად ტომარაძე?

ყოველწლიურად ვაჭრობაში – 14,2 მილიარდს რომ ვაგებთ, როგორ ვარსებობთ? როგორ ვაბალანსებთ? - „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

იცით რატომ არის ეს რესურსებით მდიდარი ქვეყანა სიღარიბეში?

მარტივად აგიხსნით ციფრებით, ოფიციალური მონაცემებით:

2024 წელს იმპორტით შემოვიტანეთ ანუ შევიძინეთ

16 მილიარდ 868 მილიონი დოლარის პროდუქცია!

ექსპორტზე გავიტანეთ, ანუ გავყიდეთ 6 მილიარდ 560 მილიონი დოლარის პროდუქცია!

ოღონდ აქედან რეექსპორტი (ავტომობილები) იყო 3 მილიარდ 972 მილიონი დოლარის პროდუქცია! ანუ რეალურად ექსპორტზე გავიტანეთ მხოლოდ 2 მილიარდ 588 მილიონი დოლარის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია!

შესაბამისად, ექსპორტ–იმპორტს შორის დაფიქსირდა –10 მილიარდ 308 მილიარდი დოლარის უარყოფითი სალდო, თუ ამას რეექსპორტს გამოვაკლებთ  –14 მილიარდ 280 მილიონ დოლარს მივიღებთ!!! ახლა მითხარით, ყოველწლიურად ვაჭრობაში – 14,2 მილიარდს რომ ვაგებთ, როგორ ვარსებობთ? როგორ ვაბალანსებთ? როგორ და ჩვენი ემიგრანტების ფულადი გზავნილებით და ახალი ვალების აღებით! საგარეო ვალი 27 მილიარდი ლარი გვაქვს!

საქართველო აქციეს მხოლოდ მომხმარებელ ქვეყნად და სანამდე არ გავხდებით მწარმოებელი სახელმწიფო, მანამდე ვიქნებით სიღარიბეში!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, უარყოფითი სავაჭრო სალდო ყოველწლიურად მზარდია, იკლებს ექსპორტი და იმატებს იმპორტი... - წერს ზვიად ტომარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა