თეგებით ძიება

ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ - სახელმწიფო დეპარტამენტი

"სამწუხარო" - ასეთი შეფასება ისმის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მისამართით, რომელმაც 19 სექტემბერს აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი პროკურორის დასანქცირების შემდეგ, სახელდახელოდ ახალი ბრძანება მიიღო. 

საუბარია, ნათია თურნავას გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს კომერციულ ბანკებს საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების გავრცელების ვალდებულების აცილებას გულისხმობს. 

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც სანქცირებულ პირებთან ტრანზაქციებს ახორციელებდნენ, სანქციების დაკისრების რისკის ქვეშ იმყოფება.

ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა