ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ! - წამლებთან ერთად გრეიპფრუტის მიღება ადამიანისთვის, შესაძლოა, ზედმეტად სახიფათო აღმოჩნდეს?
ადამიანები საკმაოდ ამტანები ვართ მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს ბევრი საფრთხე, რომელმაც უყურადღებობის შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. ასეთი საფრთხეები ხშირად მალულია.
ზოგჯერ, ყველაზე მიმზიდველი გარეგნობაც კი შეიძლება პოტენციურ საფრთხეებს მალავდეს. მაგალითად, ავიღოთ გრეიპფრუტის წვენი, რომელსაც შეიძლება დილით მიირთმევდეთ. ბევრი ადამიანისთვის, ის გემრიელი, ჯანსაღი, ვიტამინებითა და მინერალებით სავსე პროდუქტია. თუმცა, არასწორ მედიკამენტთან ერთად მიღებისას, გრეიპფრუტი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ ქიმიური ნაერთების კლასის, სახელად ფურანოკუმარინების ორი წევრი, რომელიც გრეიფრუტში გვხვდება, გარკვეული მედიკამენტების ათვისებას ამცირებს ან აძლიერებს. შედეგად, სისტემაში ამ მედიკამენტების სახიფათოდ დაბალი ან როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, სახიფათოდ მაღალი დოზა ხვდება.
თუმცა, წამლებთან ურთიერთქმედი ეს ორი ფურანოკუმარინი მხოლოდ გრეიფრუტში როდი გვხდება. ნაერთს, სახელად ბერგამოტინს ასევე შეიცავს თურინჯი და ბერგამოტი; დიჰიდროქსილბერგამოტინი კი გვხვდება თურინჯსა და ნარინჯში. ამ ხილს ხშირად (ნარინჯი) იყენებენ მარმელადის წარმოებაში. (გრეიფრუტი წარმოადგენს თურინჯისა და ფორთოხლის ჰიბრიდს). როგორც FDA-ს ფარმაკოლოგი შეივ მეი ჰუანგი განმარტავს, წვენი სისხლში უფრო მეტი პრეპარატის შეწოვას განაპირობებს, რამაც შეიძლება გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს.
პროცესი შემდეგნაირად მოქმედებს. თქვენი სხეული გამოიმუშავებს ფერმენტს, სახელად ციტოქრომ P450 3A4-ს (იგივე CYP3A4), ძირითადად ღვიძლსა და წვრილ ნაწლავში. ეს ფერმენტი თქვენს ორგანიზმს პატარა უცხო მოლეკულების დაშლაში ეხმარება, მაგალითად, ტოქსინების და პრეპარატების, რათა ისინი ორგანიზმიდან გამოდევნოს. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს მრავალი სხვადასხვა პრეპარატის მეტაბოლიზებაში.