თელავი - კახეთის დედაქალაქის დიდი შესაძლებლობები
კავკასიონის სამხრეთით და გომბორის ქედის ჩრდილოეთით, ალაზნის ველზე გადაშლილი ისტორიული ქალაქი - თელავი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს. ამჟამად კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი და წარსულში კახეთის სამეფოს დედაქალაქი თბილისიდან 150 კილომეტრში მდებარეობს. მისი მოსახლეობა 20,000 ადამიანს შეადგენს.
ბოლო 10-15 წლის მანძილზე ქალაქი კიდევ უფრო განვითარდა. მოხდა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის რეკონსტრუქცია, წინ წავიდა ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფერო. საგრძნობლად გაიმართა ინფრასტრუქტურა.
ყოველწლიურად თელავს ათასობით ტურისტი სტუმრობს. ფუნქციონირებს მრავალი სასტუმრო და საზოგადოებრივი ობიექტი. თელავს ხანგრძლივი ისტორია აქვს, შესაბამისად დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელია. ქალაქის სავიზიტო ბარათი თელავის სასახლე და ერეკლე მეორის ძეგლია.
თელავში არის სკოლები, უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და აეროპორტი. გამართულად მუშაობს შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე რკინიგზა. პოპულარობის ზრდასთან ერთად, თელავით ინვესტორებიც აქტიურად ინტერესდებიან. შენდება ახალი კორპუსები და კომერციული ფართები, რაც თელავში უძრავ ქონებას აძვირებს. საბოლოო ჯამში, კახეთის დედაქალაქი დღეს ერთ-ერთი მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე დასახლებად ყალიბდება.