გორისა და ქარელის რაიონების ყოფილი გამგებელი გივი გაგნიძე გარდაიცვალა
გორისა და ქარელის რაიონის ყოფილი გამგებელი გივი გაგნიძე გარდაიცვალა.
იყო ასევე პრეზიდენტის რწმუნებულების მოადგილე შიდა ქართლში.
გორის რაიონს 1999-2002 წლებში ხელმძღვანელობდა:
1997-1999 წწ. პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე;
1995-1997 წწ. ქარელის რაიონის გამგებელი;
1995 წელს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლის მხარეში.
უფრო ადრეულ წლებში ხელმძღვანელობდა კომკავშირის კომიტეტს, რომლის პირველი მდივანიც იყო.
გივი გაგნიძის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული ახალგაზრდული კადრების მოძიება და შემდეგომ სახელმწიფო სამსახურისთვის მომზადება.
1982-1991წწ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე;
1972-1982წწ. კომკავშირის კომიტეტის მდივანი, განყოფილების გამგე, მეორე მდივანი, პირველი მდივანი.
1968-1972წწ. იყო ხის დამამუშვებელი ქარხნის მუშა.
დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტი 1974 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1984 წელს.