თეგებით ძიება

რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არავინ გამოიყენებს, ჩვენი შესაძლებლობები იციან - ვლადიმერ პუტინი

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვერავინ იფიქრებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამის შესახებ პუტინმა „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ვერავინ, ნათელი გონების მქონე ვერ იფიქრებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. პოტენციურმა მტრებმა, რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი იციან“, - აცხადებს პუტინი. 

პუტინის განცხადებით, რუსეთმა კარგად იცის რისკენ ისწრაფვის. 

პუტინის თქმით, რუსეთი აპირებს იცხოვროს ღია, ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, სადაც არავინ შეეცდება ხალხისთვის ხელოვნური ბარიერების აღმართვას. 

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისკენ ვისწრაფვით და რისი მიღწევა გვინდა, ასეთი გაგება გვაქვს რუსეთში. პირველ რიგში, ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ღია, ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, სადაც არავინ შეეცდება ხალხისთვის ხელოვნური ბარიერების აღმართვას. უნდა არსებობდეს ბარიერების გარეშე გარემო, ეს არის ის, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ“, - აღნიშნა პუტინმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა