თეგებით ძიება

ხაშურში ჩანგრეული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს

ხაშურში სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. რამ გამოიწვია ხიდის ჩანგრევა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის ტერიტორიაზე მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები - ტექნიკა ამ წუთებში ხიდის დემონტაჟს ახორციელებს. სოფელ ნაბახტევისკენ გადაადგილება მოსახლეობას ალტერნატიული ხიდით შეუძლიათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი დიდ ტრაგედიას გადაურჩა, რადგან ჩანგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე ხიდზე რამდენიმე მანქანამ გაიარა, სადაც პატარა ბავშვიც იმყოფებოდა. მოსახლეობის თქმითვე, ხიდი ავარიულ მდგომარეობაში წლების განმავლობაში იყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა