თეგებით ძიება

ამ დილით დამხვდა კარებთან სამი ყუთი, წერილით... - რა გამოუგზავნეს ზურა შევარდნაძეს გურიიდან?

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში უცნობი ქალისგან გამოგზვანილი ნობათის და წერილის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელს გურიაში გავრცელებული ყურძენი - ადესა გამოუგზავნეს.

„ამ დილით დამხვდა კარებთან სამი ყუთი, წერილით. ზურიკო გიგზანი ადესას, არც შესახედავათ უქნია ღმერთს და ტევანიც მეჩხერი აქ, მარა მზის გულზეა დამწიფებული, ახალგასხეპილ თხემლებზე მაქ გაშობილი ქე იცი და ტკპილია. დანარჩენს შენითაც გეინკლოვ, გინდა ხილათ მიირთვი და მიართვი შენს სტუმრებს, გინდა დაჭყინტე, წვენათ გამეიღე და ფელამუშს მოგიხარშავენ.

გკოცნი ბეურს ბიცოლაშენი. ახლა ვფიქრობ რომელ ბიცოლას აქ ახალგასხეპილი თხემლები.

სუნი ტრიალობს ბაღნობას მერე რომ აღარ გამიგონია იმფერი. უსაშველოდ მადლიერი ვარ, მარა ჯერ ვისი არ ვიცი.“ - წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში და ნობათის ფოტოს აქვეყნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა