თეგებით ძიება

"უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ისრაელის ახალი გმირი, ისააკ ბუზუკაშვილი“ - ლაშა ჟვანია

ისრაელში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულ ისაკ ბაზუკაშვილს ემშვიდობება. ელჩი წერს, რომ ისრაელის ახალი გმირი ისააკ ბაუზაკშვილი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

"დღეს, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ისრაელის ახალი გმირი - ისააკ ბუზუკაშვილი. “ბაზუკა”, როგორც მას, სიყვარულით თანამებრძოლები ეძახდნენ. 7 ოქტომბერს, ტერორისტების მიერ ფესტივალზე მისული ახალგაზრდების უმოწყალოდ ამოწყვეტისას ჩაერთო ბრძოლაში. მებრძოლი ქალიშვილიც თან წაიყვანა ხალხის დასახმარებლად.

ისრაელში ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გადაუკეთებია და სიამაყით ატარებდა საქართველოში მიღებულ გვარს. 7 ოქტომბერს, მისი გადარჩენილი პოლიციელი, ახლა სოროკას ჰოსპიტალში მკურნალობს.

არაერთგზის მითქვამს და არ დავიღლები - ქართველი ებრაელები და მათი საშუალებით, მთელი ებრაელი ერი - ჩვენი სისხლი და ხორცია! ჩვენი ორგანიზმის ნაწილია! ჩვენი სული და გულია! დღეს ამ სისხლის და ხორცის ნაწილი მოგვწყდა! დღეს, ამ სულს და გულს უკიდურესად სტკივა! ლხინშიც და გაჭირვებაშიც თქვენთან ვართ ჩვენო ერთგულო ძმებო და დებო!

იცით, სოციალური ქსელის ჯგუფი, რომელშიც ისააკი იყო გაწევრიანებული რა დასახელებისაა?!.. “ისრაელელები, რომლებსაც უყვართ საქართველო”... წავიდა ჩვენგან საქართველოს მოყვარული კიდევ ერთი ვაჟკაცი.

საქართველოს სახელით მირთმეულ გვირგვინსაც, სწორედ შესაბამისი წარწერა დავურთეთ: “ისრაელის გმირს - მშობლიური საქართველოსგან”! ბატონო დავით და ქალბატონო მარიამ, მთელი საქართველო იზიარებს თქვენს განუზომელ ტკივილს,“ - წერს ელჩი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა