თეგებით ძიება

„გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდაო.. ბიჭი რა შუაშია, გოგოს ოჯახი თანახმა იყოო.. აი, ასე ესმით ადამიანებს ეს უბედურება“ – სამირა ბაირამოვა 14 წლის გოგოს მკვლელობაზე

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, 6 ოქტომბერს, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება საკუთარ ფეისბუკგვერდზე და წერს, რომ მას არაერთხელ დასცინეს, როდესაც ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე საუბრობს.

„15 წელია რეგიონში დღე-ღამე, შაბათ-კვირა ვმუშაობ, ოჯახი, უბანი, სოფელი, ჩაიხანა არ დარჩა, სადაც არ შევსულვარ. ეს ყველაფერი პროექტების გარეშე იყო. არ მახსოვს, ჩატარებული შეხვედრების, ტრენინგების რაოდენობა. ამაზე უარებიც მომხდარა და მოხდება.

2009-2011-ში შუაღამეს ათობით ადამიანი მოდიოდა საქმის გარჩევაზე, მაშინ, ჩვენს რეგიონში ცენტრალური მედია და ორგანიზაციები  თითქმის არ იყვნენ, არც იციან, რაები ხდებოდა.

გოგოს, რომელიც უნივერსიტეტში დადიოდა, პირდაპირ ბოზს ეძახდნენ, დამალული ნომრებიდან ისეთი დამამცირებელ მესიჯს მიგზავნიდნენ. არაერთხელ პოლიციას მივმართე, მაგრამ მათ აინტერესებდათ გოგო ( მე) ვიდრე პრობლემა.

არაერთხელ დამცინეს, როდესაც ნაადრევ ქორწინებაზე პრობლემას ვამბობდი.

იცით, ჩემ გარშემო რამდენმა განათლებულმა, განვითარებულმა ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო მოიყვანა ცოლად? განათლების, სამოქალაქო სექტორში ბევრნი არიან. ფიქრობთ ამ შემთხვევიდან ისწავლიან რამეს? არა.

დღეს, თანასოფლელთან ვსაუბრობდი დამნაშავე ბიჭზე, ბოლოს მეუბნება, ბიჭის ცხოვრება განადგურდა, ბიჭი რა შუაშია, გოგოს ოჯახი თანახმა იყოო.. რატომ დააკავესო.. მშობლებს უფლება აქვთ გაათხოვეს, შენ ან სხვები კი არ ზრუნავდით დღემდე იმ ოჯახზეო და საერთოდ, ლაპარაკის უფლებაც კი არ გაქვთო.

ბიჭთან ერთად არაერთი ფოტო აქვსო, თბილისში იყვნენ, კაფეში, ყველაფერი კარგი იყოო… ის გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდა ამ ოჯახშიო. ასეა, უნახავ ადამიანს რამეს რომ აძლევო, მერე ასე იქცევაო.

აი, ასე ესმით ადამიანებს ეს უბედურება.

ვერ წარმოიდგენთ, რამდენი არასრულწლოვანი გოგო წაიყვანეს სხვა ქვეყანაში, იქ იმშობიარეს, რამდენი ქალი მარტოხელაა, ვითომ არ იცის, ვინაა ბავშვის მამა. ყოველთვის პოულობენ გამოსავალს.

ადგილობრივი პოლიტიკოსები არიან მოძალადეების მფარველი, პოლიცია მათთან კომპრომისზე მიდის, არიან „სპეციალური ადვოკატები“ გუნდურად საქმეს ისე კერავენ, ისე აკეთებენ, ბოლოს მოძალადეს გმირს ხდიან, რა ვიცი იმდენი სათქმელი მაქვს, ჩვენ გარშემო ბევრი უფლებადამცველი, მაგარი გოგო ბიჭები არაერთი მოძალადეს იცავს“, – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა