"ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ თითქოს ელჩმა დატოვა ისრაელი... მეშვიდე დღეა, სადღეღამისო რეჟიმში ვმუშაობთ" - რას წერს ისრაელში საქართველოს ელჩი?
საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
"ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ თითქოს ელჩმა დატოვა ისრაელი. ქვეყნიდან გასვლის არავითარი მიზეზი არ გვაქვს, აქ ვართ და სხვაგვარად არც იქნება.
საელჩოს ყველა თანამშრომელი, მეშვიდე დღეა, სადღეღამისო რეჟიმში ვმუშაობთ. ასევე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ჯორჯიან ეარვეისთან" მუშაობს დამატებითი კომერციული რეისების დანიშვნაზე. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.მშვიდობიან დღეს ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და ყველა აქ მცხოვრებს.
შეგახსენებთ, ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს. თუ ვერ გამოდის ხაზი, კვლავ სცადეთ ან მოიწერეთ სმს, ასევე ვოთსაფზე. დაგიბრუნდებიან. თუ ასეც ვერ ახერხებთ, დაწერეთ თქვენი ტელეფონი აქ, კომენტარში და დაგიკავშირდებით.
+972 526 919092;
+972 528 888513;
+972 547 386813;
+972 526 494293
ნუ შეშინდებით, გაივლის ეს რთული პერიოდი და ყველაფერი კარგად იქნება. " - წერს ლაშა ჟვანია.