თეგებით ძიება

"ცოცხალია, მკვდარია, არ ვიცით" - ჰამასის ტყვეობაში ეთნიკურად ქართველი მამაკაცია

ჰამასის ტყვეობაში ეთნიკურად ქართველი მამაკაცია. ამ ინფორმაციას შლომი კიკოზაშვილი "ტვ პირველს" უდასტურებს.

კიკოზაშვილი იმ ფესტივალის მცველი იყო, რომელიც ტერორისტების სამიზნე ომის პირველ წუთებში გახდა.  

40 წლის მამაკაცი ჰამასმა შაბათს გაიტაცა, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. 

"გუშინ ჩემს რძალს მიუტანეს ისრაელის ჯარიდან ეს ინფორმაცია, ოღონდ როგორ არის, ცოცხალია, მკვდარია, ეს არ ვიცით. ვიცით, რომ ჰამასს ჰყავს გატაცებული ღაზაში. როგორც ჩემი შვილი, ისე კიდევ რამდენია - ბავშვები, მოხუცები. ვლოცულობ, რომ ყველა მშვიდობით დაბრუნდეს. ვუცდით ყოველ ტელეფონის ზარს. იმ დღეს 8-ის ნახევარზე დაურეკე, დედა არ ინერვიულოო მითხრა, ახლა გავდივართ აქედანო, ოღონდ ძაან რთული გასვლაა კი მითხრა", - ამბობს დედა.

წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა